Sunday, December 7, 2014

მეცხრე დღე

ამ მოდულის-"ინტელის ძირითადი კურსი-პროექტებით სწავლება"- საშუალებით შევიძინეთ ისეთი გამოცდილება,რომლის პრაქტიკაში გამოყენება ბავშვებს გამოუმუშავებს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს,შეფასების სხვადასხვა ტიპის გამოყენებით დავაკვირვებ საკუთარ ნამუშევრებზე,გახდებიან უფრო შემოქმედებითები და შეძლებენ საკუთარი შესაძლებლობების დემონსტრირებას.
მე,როგორც მასწავლებელს,დამეხმარა იმაში,რომ სწორად დავგეგმო,განვახორციელო და დოკუმენტურად გავაფორმო მომავალში პროექტები.

ჩემი პროექტი

Saturday, December 6, 2014

მეშვიდე დღე

ვისაუბრეთ დიფერენცირებულ სწავლებაზე,შევქმენით განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისათვის  სავარჯიშოები.
  სასწავლო პროექტის გეგმაში შევიტანეთ ცვლილებები, გავეცანით ფასილიტატორის ნიმუშებს.ავირჩიეთ ჩვენთვის სასურველი ფასილიტატორი , გავუკეთეთ მოდიფიცირება და ჩავდეთ სასწავლო პროექტის დამხმარე ფაილში.

Sunday, November 30, 2014

მეშვიდე დღე

შევქმენით  მოსწავლის  სავარაუდო ნაშრომის შეფასების  ჩეკლისტი ,დავათვალიერეთ და შევუფასეთ ერთმანეთს ,მივეცით  რჩევები.

შევიტანეთ  გეგმაში  ცვლილებები.

შევქმენით შეფასების ინსტრუმენტები და ჩავყარეთ ფოლდერში.

Saturday, November 29, 2014

მეექვსე დღე

მეექვსე დღეს დავათვალიერეთ მოსწავლეთა ნაშრომების მზა ნიმუშები და მათი შეფასების რუბრიკები.გავუკეთეთ მოდიფიცირება მათ და შევინახეთ ჩვენს პორტფოლიოში.ვისწავლეთ სურათის დადება ბლოგზე და გამოქვეყნება.


Friday, November 28, 2014

მეხუთე დღე

ეს მოდული დამეხმარა დავფიქრებულიყავი რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინტერნეტს სწავლის პროცესზე.კერძოდ:
პროექტი ავტვირთეთ ბლოგებზე და ხელმისაწვდომი გავხადეთ ყველა დაინტერესებული პირისათვის.დავათვალიერეთ ერთმანეთის პროექტები და დავაკომენტარეთ.
ვისაუბრეთ საძიებო საიტებზე,საავტორო უფლების დაცვის მნიშვნელობაზე,თვითონაც დავიცავით საავტორო უფლება,შევავსეთ საავტორო უფლების შაბლონი და ჩავაგდეთ პროექტში.გავიგეთ როგორ გამოვიყენოთ საძიებო საიტები და როგორ მოვიქცეთ კონკრეტული ინფორმაციის მოსაძიებლად.

Thursday, November 20, 2014

მეოთხე დღე

ეს მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა სტანდარტების, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ან განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით...
სტანდარტები დამეხმარა ეროვნულ სასწავლო გეგმასთან შესაბამოსობაში მოვიყვანო პროექტი.
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები- სწორი მიმართულებით წავიყვანო მოსწავლეების მუშაობა.
შეფასების ფორმები დამეხმარა პროექტის სხვადასხვა ეტაპების შეფასებასა და მოსწავლეების სხვადასხვა უნარ-ჩვევების შეფასებაში.

Saturday, November 15, 2014

მეორე დღე

ტრენინგის მეორე დღე მნიშვნელოვანი იყო,რადგან დიდი ყურადღება ექცევა პროექტის სწორად დოკუმენტაციას.ყველაზე მეტად საინტერესოა პუბლიკაციის შექმნა.დაგეგმილი მაქვს პროექტი და მიხარია,რომ შევძლებ მის სწორად დაგეგმვასა და წარმართვას.